სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საგამოცდო ნაშრომის შემფასებელი კომისიის შექმნის შესახებ
სოციალური მუშაობის საბაკალავრო პროგრამის მერვე სემესტრის სტუდენტის თეონა როგავას განცხადების 13401/30; 27.07.2023 საფუძველზე ვბრძანებ:
1. შეიქმნას სტუდენტ თეონა როგავას ფინალური საგამოცდო ნაშრომის შემფასებელი კომისია საგანში „სოციალური მუშაობის ზოგადი პრაქტიკის საფუძვლები: ჯგუფებთან მუშაობა“ შემდეგი შემადგენლობით:
- სანდრო ტაბატაძე –ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, კომისიის თავმჯდომარე;
- სალომე ნამიჭეიშვილი –ასოცირებული პროფესორი, კომისიის მდივანი
- თამარ მახარაძე - ასოცირებული პროფესორი.
2. კომისიამ სტუდენტის ნაშრომი შეაფასოს ბრძანების გამოქვეყნებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
3. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა.
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.